შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური სამსახურის გამართულად მუშაობის პროცესის კონტროლი;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის გაწერა;
- ზედმიწევნით ინფორმაციის ფლობა შენობის ტექნიკური გამართულობისა და ფუნქციონირების შესახებ;
- საინჟინრო სისტემების სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოების საჭიროების დადგენა და ზედამხედველობა;
- ავარიული სიტუაციების შემთხვევაში მყისიერი ღონისძიებების გატარების ორგანიზება;
- სახანძრო სისტემების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დროის მენეჯმენტი და გუნდის მართვის უნარი;
- საქმიანობის პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მოქნილობა და ოპერატიულობა;
- მაღალი კორპორატიული კულტურა;
პირობები:
- გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
- სამუშაო საათები: 11:00-20:00 სთ (1 საათი შესვენება);
- ანაზღაურება: 1500 ლარი;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- კვება;
- FitPass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!