სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სუპერვაიზერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- მიწოდების პროცესში შექმნილი პრობლემების გადაჭრა;
- კლიენტთან მიწოდების აგენტიების მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წარმოების ნავაჭრი თანხის მიღებისა და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანის უზრუნველყოფა;
- საქონლის უკან დაბრუნების პროცესის ადმინისტრირება;
- სატრანსპორტო საშუალებების „მოძრაობის კონტროლი, GPS“ სიტემით;
- მიწოდების აგენტების მიერ პოკეტებში შესრულებული ოპერაციების მონიტორინგი
- სასაქონლო დანაკლისების მიზეზების დადგენა;
- ყოველდღიური ანგარიშების მომზადება.
- ყოველდღიური საოპერაციო დოკუმენტაციის წარმოება/წარმოების უზრუნველყოფა/google-ის სამუშაო სივრცეში ატვირთვა.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
- MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2023 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.