სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- დაქვემდებარებაში შემავალ პროდუქტებზე სამომხმარებლო მოთხოვნის რეგულარული შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- კონკურენტების ასორტიმენტის და ფასების რეგულარული მონიტორინგი, ანალიზი და სათანადო რეაგირება;
- პროდუქტების გაყიდვებისა და მომგებიანობის რეგულარული ანალიზი SKU-ების დონეზე. წარუმატებელი სახეობების იდენტიფიკაცია და ასორტიმენტიდან ამოღების შესახებ რეკომენდაციის მომზადება პროდუქტების პორტფელის ოპტიმიზაციისთვის;
- პროდუქტების პლანოგრამების შედგენა, მათი კონტროლის უზრუნველყოფა და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; საჭიროებიდან გამომდინარე პლანოგრამის პერიოდული განახლება;
- სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, ხელშეკრულებების მენეჯმენტი, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების პირობით;
- არსებულ სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის პოზიციონირების გაუმჯებესებაზე ზრუნვა;
- პროდუქტების შესახებ პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა (პოტენციურ) პარტნიორებთან.
- პროდუქტების გაყიდვების სტიმულირების მარკეტინგული მხარდაჭერის ღონისძიებების ინიცირება, მომზადება და განხორციელების მონიტორინგი;
- პროდუქტების მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა;
- პროდუქტების კომერციული შედეგების რეგულარული ანალიზის ჩატარება SKU-ებისა და სადისტრიბუციო არხების მიხედვით;
- რეგულარული ვიზიტების განხორციელება პარტნიორ სავაჭრო ობიექტებზე ახალი მარკეტინგული მხარდაჭერის პროექტების შემუშავების მიზნით.
- პრობლემების იდენტიფიცირება სავაჭრო ობიექტებისა და პროდუქტების მიხედვით;
- მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების მომზადება თრეიდ მარკეტინგის მენეჯერისათვის და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/მარკეტინგის მიმართულებით
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, საცალო ვაჭრობის, FMCG სფეროში.
- პროდუქტის მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენები
- MS Office
უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
- ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;
- ანალიტიკური უნარი;
- კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
- მოლაპარაკების ძლიერი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2023 წ.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.