სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სუპერვაიზერი თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული საქონლის შემოწმება - რაოდენობის/წონის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის კონტროლი. შეუსაბამობის შემთხვევაში, ხელმძღვანელისთვის ინფორმირება პარტიის რეალური მონაცემების შესაბამისად;
- საქონლის დასაწყობებისთვის ოპტიმალური სივრცის განსაზღვრა და განთავსების უზრუნველყოფა; დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
- საწყობში არსებული საქონლის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების უზრუნველყოფა;
- სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის ჯამური რაოდენობების სიზუსტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა;
- აგროვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლი და მტვირთავისთვის/ამგროვებელი თანამშრომლისთვის მიწოდება;
- სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული პროდუქციის სიზუსტის კონტროლი, აღრიცხვა და დისტრიბუციისთვის მზადყოფნის დადასტურება;
- სააღრიცხვო დოკუმენტის წარმოება და კონტროლი;
- არაკომერციული საქონლის გაცემის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;
- კომერციული საქონლის უკან დაბრუნების უზრუნველყოფა;
- არაკომერციული პროდუქციის სისუფთავისა და ვარგისიანობის უზრუნველყოფა;
- საწყობში ფიზიკურად არსებული საქონლის ინვენტარიზაცია; გადახრების შემთხვევაში მიზეზის ძიება და ნაშთის გასწორება;
- საწყობის ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი; შეფერხების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის მოვლის კონტროლი; დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საჭირო ინსტრუქციების მიწოდება ინვენტარის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- სასაქონლო მარაგების შევსების მიზნით შეკვეთების მომზადება და გაგზავნა შესაბამისი თანამშრომლისთვის;
- დაქვემდებარებული პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მონიტორინგი;
- თანამშრომლებისთვის სამუშაო განრიგის შედგენა და მათი ინფორმირება;
- თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების წარმოება; შვებულებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაოს სპეციფიკის, პროცედურებისა და წესების გაცნობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
- MS Office
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2023 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.