შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
ინფორმაციის დაცვის სისტემებისა და საშუალებების არჩევა
მომხმარებელთა რეგისტრაციის/გაუქმების/უფლებების დროებითი შეჩერების განხორციელება დომენურ ქსელში, ბანკის საოპერაციო დღეში, საკრედიტო პროგრამაში და მათი უფლებების გამიჯვნა აღნიშნულ სისტემებში შესაბამისი პროცედურის საფუძველზე
საბანკო ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის პროგრამების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
ელექტრონული გასაღების, სერთიფიკატების და პაროლების პერიოდული ცვლილების პროცესის უზრუნველყოფა
ანტივირუსული პროგრამისა და ელ.ფოსტის მონიტორინგი
ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში
მონაცემთა ბაზებისა და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების დეტალური ტექნიკური ცოდნა
უსაფრთხოების სისტემებში გამოცდილება, მათ შორის: ფაიერვოლები, შემოჭრების აღმოჩენის სისტემები (IPS), ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების აუთენტიკაცია, ლოგების მართვა, შემცველობის ფილტრაცია,
ქსელურ უსაფრთხოებასთან, ქსელურ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება და ასევე სისტემების, უსაფრთხოებისა და ქსელის მონიტორინგის უტილიტებთან მუშაობის გამოცდილება
უსაფრთხოების თანამედროვე პრინციპების, მეთოდების, მოდელებისა და პროტოკოლების საფუძვლიანი ცოდნა
კანდიდატი გაცნობიერებული უნდა იყოს ვებ ტექნოლოგიებში (ვებ-აპლიკაციები, ვებ სერვისები, სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურები) და ქსელთან/ვებთან დაკავშირებულ პროტოკოლებთან