ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
30 მაისი - 14 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.



ძირითადი მოვალეობები:

  • ვებ გვერდის მეშვეობით შემოსული შეკვეთების დამუშავება;
  • კლიენტებთან დაკავშირება შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
  • შეკვეთების გადახდის ვადების კონტროლი;
  • შეკვეთების საკურიერო სამსახურში გადაგზავნა;
  • კლიენტებთან დისტანციურად პროდუქციის შეთავაზება;
  • კლიენტისთვის შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პროდუქციის შეთავაზება;
  • მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის დისტანციურად შევსებაში;
  • საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა; (MS Word, MS Excel)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატიურობა და მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ;
  • ანაზღაურება: საშუალო 1200 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური,საოჯახო)
  • კვება;
  • Fitpass;

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!






 

დეტალები
ხელფასი
1200 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
30 მაისი - 14 ივნისი