მზარეულის დამხმარე - ბათუმი

აეროპორტის გზატკეცილი, ბათუმი
31 მაისი - 30 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

„betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:


"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის  პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 9  საათი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულისა და პროდუქტების პირველადი დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტების დაცვით
  • ნახევარფაბრიკატების დამზადება
  • სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
  • სამზარეულოს მზაობის უზრუნველყოფა სამუშაო დღის დაწყებამდე. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველის HACCAP-ის სტანდარტების ცოდნა;
  • კულინარიული კურსების გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:

  • კოლეგიალურობა 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
  • რამდენიმე დავალების ერთად შესრულების  უნარი
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.
betlive.club გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • დრესკოდის უზრუნველყოფას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს !

დეტალები
უნარები
ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა, კოლეგიალურობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
აზარტული
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
31 მაისი - 30 ივნისი