„betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
- ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმებაში მონაწილეობის მიღება
- გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და ნაშთების კონტროლი
- ჰიგიენისა და სანიტარული, ჯანმრთელობისა დ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა მისი კოორდინირების ქვეშ არსებულ ობიექტზე
- დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტურად მართვა და სწორი კოორდირება სამუშაო პროცესში, მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- მზა პროდუქციის, ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების შენახვის წესი და ვადები; დაწესებულების შრომითი დისციპლინის მოთხოვნები, შრომის დაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები და მოთხოვნები (HACCP);
- კერძების, სასმელების და სხვადასხვა კულინარიული პროდუქტების მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიები
- სასურველია MS Office-ს კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კოლეგიალურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
- რამდენიმე დავალების ერთად შესრულების უნარი
- ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს !