„betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ( 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შიდა სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით კერძების მომზადება;
- სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
- კერძების სტანდარტის შესაბამისად დადგენის ვადებში გაშვების უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს მზაობის უზრუნველყოფა სამუშაო დღის დაწყებამდე;
- HACCAP - ის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა სამუშაო პროცესში;
- სუ-შეფისგან კომპეტენციის ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე;
- სასურველის HACCAP-ის სტანდარტების ცოდნა;
- კულინარიული კურსების გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ოპერატიულობა
- ორგანიზებული
- პუნქტუალური
- სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს !