საცალო გაყიდვების მენეჯერი

ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი
01 ივნისი - 01 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი;

ანაზღაურება: 600-800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი.


თუ:

  •      ხარ გაბედული, აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
  •      გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება
  •      გაქვს მაღალი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი
  •      და გაინტერესებს გაყიდვები

 

მაშინ ჩვენ გთავაზობთ:

  •      სწრაფად დაწინაურების შესაძლებლობას;
  •      მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას; 
  •      შესაძლებლობას დაეუფლო გაყიდვების ტექნიკებს და გახდე პროფესიონალი;
  •      მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  •      ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  •      პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
  •      სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
  •      გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება;
  •      გაყიდვების შემდგომი მომსახურება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •      სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  •      საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.


    თუ მზად ხარ ახალი გამოწვევისათვის მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.


ირაო გისურვებთ წარმატებას!


სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
დაზღვევა
მისამართი
ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
01 ივნისი - 01 ივლისი