სატელეფონო მომსახურების ცენტრის ოპერატორი ბათუმში

ჯავახიშვილის ქუჩა, ბათუმი
02 ივნისი - 02 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის  პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების დაცვით;
  •  მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება.
  • გამავალი ზარის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭება ქოლ ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  • დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  •  სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  •  მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  კომუნიკაციის უნარი;
  •  გუნდური მუშაობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე. 
დეტალები
ენები
ქართული, Русский
უნარები
უპირატესობა მიენიჭება ქოლ ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას
დამსაქმებლის შესახებ
სოციალური ქსელები
02 ივნისი - 02 ივლისი