რეგისტრატორი - სარფი

აჭარა
18:00 - 03:00
ცვლები
05 ივნისი - 05 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:


"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სარფი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) 
სამუშაო საათები: 18:00 – 03:00 (ღამის ცვლა)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფას 1000 ლარი და ბონუსი.
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; 
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ;
  • რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა; 
  • მომხმარებლის ელექტრონული პორტალის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მომხმარებლის ინფორმირება არსებული პროდუქტების და აქციების შესახებ;
  • მომხმარებლის  შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება საჭიროების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • პროფესიონალურად და დროულად დახმარება სტუმრის  ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
  • საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;
  • სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
betlive.club გთავაზობთ:

  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ლინკზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs.

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

დეტალები
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაო საათები
18:00 - 03:00
უნარები
სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
აზარტული
მისამართი
პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
05 ივნისი - 05 ივლისი