Standart

დავალიანებების კონტროლის სპეციალისტი - თბილისი

05 June - 05 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
მათემატიკური უნარები, აქტიური, ინიციატივიანი, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული

Vacancy description

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. 

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“. 
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“  აცხადებს ვაკანსიას  დავალიანებების კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტირების ხარჯები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციის მოპოვება კომპანიაში არსებული აქტიური კრედიტების შესახებ; 
  • მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საეჭვო კრედიტების იდენტთიფიცირება;
  • კრედიტების სიზუსტის დასადგენად ობიექტების წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობასთან  ყოველდღიური ვიზიტი;
  • არსებულ კრედიტებთან დაკავშირებით ობიექტებთან წერილობითი დასტურის გაფორმება; 
  • პრობლემური კრედიტების სიზუსტის დადგენა მისი სასაქონლო ზედნადებებთან შედარების გზით;
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • FMCG, საცალო ვაჭრობის, ან მონათესავე სფეროში იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
  • MS Office
  • პროგრამა 1C (სასურველია)
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებული
  • პრობლემის აღმოჩენის, შეფასებისა და გადაჭრის უნარი;
  • შეზღუდულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი
  • მოლაპარაკების უნარი
  • მათემატიკური უნარები
  • ლოგიკური აზროვნება
  • აქტიური, ინიციატივიანი, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული;
სხვა მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 5 ივლისი, 2023 წ. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

05 June - 05 July