„აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯების ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ხარჯის საოპერაციო საბუღალტრო პროცესის დაგეგმვა და ხელმძღვანელობა;
- კრედიტორული დავალიანების შეხვედრების შედეგების გაანალიზება;
- კვარტალური შედარების აქტების მონიტორინგი;
- კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
- ყველა სახის ხარჯის მართვა და მონიტორინგი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის სწორად შევსებისა და დაარქივების წარმოება;
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ყოველთვიური აღრიცხვა;
- იმპორტის გატარება პროგრამულად;
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა და მონიტორინგი;
- ობიექტების და დეპარტამენტების ჭრილში ხარჯების გაანალიზება;
- თვის დახურვის პროცესებში და საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
- მოსალოდნელი ხარჯების წინასწარი განსაზღვრა;
- ჩასათვლელი დღგ-ს რეპორტის ყოველთვიური მომზადება;
საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური მიმართულებით);
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამების წარმოების და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების - Microsoft Word და Excel
- ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.