სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
ვაკანსია: სერვისის კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი/ბათუმი
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ/ 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: კონკურენტული + ბონუსი (ნავაჭრი თანხიდან პროცენტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ცოდნა, მისი სწორად შერჩევისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
- მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
- ნაშთისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი, შეკვეთების დროული გაკეთება;
- სალაროს ოპერაციების წარმოება;
- პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ყოველწლიურად მზრდადი ანაზღაურება;
- სტაჟირება და სწავლება ნულიდან;
- დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- გრძელვადიანი თანამშრომლობა;
- კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- მომსახურების სფეროში გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS EXCEL) ცოდნა;
- FINA ჩაითვლება უპირატესობად
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- ენერგიული
- აქტიური
- პოზიტიური
- პუნქტუალური
- შრომისმოყვარე
- ყურადღებიანი და მობილიზებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!