სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების მტვირთავი თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 750ლ + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალებიდან სავაჭრო ობიექტზე შესატანი შეკვეთის გამზადება, ჩამოტვირთვა და ობიექტზე შეტანა;
- სატრანსპორტო საშუალებაში საქონლის სათანადოდ მოძრაობის/გადაადგილების უზრუნველყოფა
- შესატანი საქონლის ვიზუალური კონტროლი, უნაკლო პროდუქციის მიწოდების მიზნით
- სატრანსპორტო საშუალების, სატვირთო სივრცის წესრიგზე ზრუნვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო)
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
! სხვა მითითებები
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 ივლისი, 2023 წ.
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.