შესყიდვების მენეჯერი

თბილისი
სრული განაკვეთი
09 ივნისი - 09 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

"დეგუსტო" არის კაფეტერიათა ქსელი, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე 16 ფილიალით და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციას.

კომპანია ემსახურება ერთ მთავარ იდეას: "ჯანმრთელი და ხარისხიანი საკვები, კარგ სერვისთან ერთად შესაძლებელია სწრაფ და მოსახერხებელ ფორმატში, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად."

ვაკანსია ცხადდება  „შესყიდვების მენეჯერი“ - ს პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
  • შესყიდვების დაგეგმვა, დროული მიწოდების უზრუნველყოფა და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
  • მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • მომწოდებელთა ბაზის განახლება და განვითარება;
  • პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა. 


 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის  ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია, შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული უნარები:

  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი. 

 

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

1800 - 2000 ლარი (ხელზე ასაღები) ;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.  


„დეგუსტო“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს !

 

დეტალები
ხელფასი
1800-2000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
09 ივნისი - 09 ივლისი