უმცროსი კატეგორიის მენეჯერი

ნავთლუღის ქუჩა, თბილისი
09:00 - 18:00
სრული განაკვეთი
12 ივნისი - 25 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“ კომერციულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •        განვითარების შესაძლებლობას;
  •        კონკურენტულ ანაზღაურებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •        საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
  •        პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

 

ფუნქციები:

  •         არსებული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
  •         კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი;
  •         მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება;
  •         აქციების დაგეგმვა - ორგანიზებაში ჩართულობა;
  •         დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება. 

 

ვაკანსიის მოთხოვნები:

  •         უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  •         სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების / გაყიდვების /
  •         ანალიტიკური  უნარ-ჩვევები;
  •         დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  •         ლოკაცია: ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ.#39/41
  •         სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 საათი

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV). 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ივნისი, 2023 წელი

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
დამსაქმებლის შესახებ
სლოგანი
დაზოგე მარტივად !
მისამართი
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 ივნისი - 25 ივნისი