სტანდარტული

სადაზღვევო რისკების უმცროსი სპეციალისტი

12 ივნისი - 12 ივლისი
დეტალები
მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ:

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს  სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების  ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას: „სადაზღვევო რისკების უმცროსი სპეციალისტის“ პოზიციაზე, ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით.

 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში: 

 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფიზიკური პირების ავტომობილების დაზღვევაზე გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
  • არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან;
  • დაზღვევის პროცესის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება;
  • სამუშაო პროცესის / პროდუქტის გაუმჯობესებაზე მუშაობა, ინიციატივების მომზადება;
  • ფიზიკური პირების ავტომობილების დაზღვევის სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) მომზადებასა და დაზღვევის პროცესის აწყობაში აქტიური ჩართულობა.
  • დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.


აკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
  • სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office -ის ცოდნა, მათ შორის Excel;
  • მათემატიკური საფუძვლების ცოდნა.

     

      პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

 

ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;   

ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

 

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

 

 

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.




მისამართი
24 ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 ივნისი - 12 ივლისი