ავტოკარის ოპერატორი

აჭარა
12 ივნისი - 12 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“  აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის ოპერატორის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი

ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი


           ძირითადი მოვალეობები:

  • ტვირთამწის მართვა საქონლის დატვირთვა-ჩამოტვირთვის და გადაადგილების მიზნით;
  • საწყობში შემოსული, პალეტებზე განთავსებული საქონლის ჩამოტვირთვა სატვირთო ავტომანქანიდან და საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას განთავსება ტვირთამწის მეშვეობით;
  • საწყობის ტერიტორიაზე საქონლით დატვირთული პალეტების გადაადგილება და განსაზღვრულ ადგილზე განთავსება კომპაქტურად, მოწესრიგებულად და ეფექტიანად, დაზიანების და დანაკარგის გარეშე;
  • საქონლით დატვირთული პალეტების ჩატვირთვა სატვირთო ავტომობილში, უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
  • ამგროვებელი ჯფუფისთვის/მტვირთავებისთვის პროდუქუციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინსტრუქციის შესაბამისად;
  • ტვირთამწის მოვლა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;  
  • საექსპლუატაციო და უსაფრთხოების წესების დაცვა (საწყობის ტერიტორიაზე ტვირთამწის სიფრთხილით მართვა);
  • ტვირთამწის დამუხტვის კონტროლი პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება
  • ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;


           უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
  • მოძრაობის წესების ცოდნა;
  • შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული


         სხვა მითითებები:

ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;



განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  12 ივლისი, 2023 წ.

ვაკანსიით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ  გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

დეტალები
ენები
ქართული
განათლება
საშუალო განათლება
უნარები
B კატეგორიის მართვის მოწმობა
დამსაქმებლის შესახებ
12 ივნისი - 12 ივლისი