E-Commerce-განყოფილების ხელმძღვანელი

თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
13 ივნისი - 25 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული და ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტში E-Commerce- განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ინტერნეტ მაღაზიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ახალი წინადადებების წარდგენა მარკეტინგული სტრატეგიის შესაცვლელად;
  • ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა, ახალი ფუნქციების მუდმივად შესწავლა, მოთხოვნა-დანერგვის ციკლის სრული კონტროლი;
  • მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics-ის გამოყენებით;
  • პარტნიორ მიწოდების სერვისებთან თანამშრომლობის და პირობების ხარისხის გაუმჯობესება;
  • პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიებთან B2B ურთიერთობის სრული ციკლის მართვა;
  • შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება Excel, PowerPoint ფორმატებში როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე მომწოდებლებისთვის;
  • განყოფილების ბიზნეს პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სიახლეების შეტანა.

  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
  • სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები: 

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებული.

  

პირობები: 

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • კვება;
  • FitPass.

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.


თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

დეტალები
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
English, Русский
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
ელ. კომერციის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა, სასაწყობე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად)
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
13 ივნისი - 25 ივნისი