Horeca Solutions ეძებს გუნდის ახალ წევრს - ადმინისტრატორის პოზიციაზე.
Horeca Solutions არის B2B კომპანია, რომელიც HoReCa სექტორს სთავაზობს პროფესიონალურ აღჭურვილობას; ყავის მსოფლიო ასოციაციის(SCA) პროგრამაზე დაფუძნებულ ბარისტების კურსებს; ნედლეულს; კონსულტაციას და პროექტის მენეჯმენტს.
Horeca Solutions საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა Victoria Arduino, Nuova Simonelli, Bravilor, Blendtec, Brita
და ა.შ.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.horecas.ge
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე და წერილებზე პასუხი;
** სასწავლო კურსებზე აპლიკანტების რეგისტრაცია და გრაფიკის შედგენა;
** იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების მართვა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** მიღებული ონლაინ შეკვეთების ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** აკადემიური განათლება
** Excel, Word, PP - პრაქტიკული ცოდნა
** ინგლისური(B2); რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ადმინისტრაციული დეტალები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00 სთ
** მდებარეობა: თბილისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@coffeeacademy.guru არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისისა. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!