სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 550-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან - 850-1260 ლარს;
- ტრანსპორტირების დაფინანსებასა და ბონუსს;
- თვეში მხოლოდ 10 სამუშაო ცვლას;
- კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი მონაცემები, ატვირთე რეზიუმე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!