HR სპეციალისტი

თბილისი
2-3 წელი
14 ივნისი - 14 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

საქართველოში ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია  "გეფა" გიწვევთ, შეუერთდეთ მის გუნდს. 

"გეფა" არის მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი, კომპანია-ინოვატორი, რომელიც აქტივობების არეალს ყოველდღიურად აფართოებს. კომპანიის პორტფელს შეადგენს როგორც სამედიცინო ასევე კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი კომპანიებისგან. ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორიცაა ფარმადეპო, ჯიპისი, Body Shop, Carter`s, Allain Afflelou და სხვა. 

ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია, ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, მიიღოს კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები. ამ მიზნით, კომპანია ზრუნავს მოიზიდოს კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყვეტ რეჟიმში.

 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი! 

გისურვებთ წარმატებებს!

 

პოზიცია: HR სპეციალისტი

პასუხისმგებლობის არეალი: კომპანიის საწყობი.

ლოკაცია: კომპანია "გეფა"-ს საწყობის ტერიტორია

დაქვემდებარება: ადამიანური კაპიტალისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიის ადამიანური კაპიტალის მართვის სტანდარტებისა და მიდგომების დანერგვა კომპანიის საწყობის არეალში;
  • ვაკანტური პოზიციებისთვის მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევის სრული პროცესის მართვა;
  • საკადრო დეფიციტის პრევენცია და მართვა;
  • კანდიდატთა მოძიების წყაროების გაფართოება და ეფექტური მართვა;
  • საწყობის მენეჯმენტთან ერთად საწყობის არეალში ადამიანური კაპიტალის კუთხით არსებული სიტუაციის მართვა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება;
  • საქმესთან დაკავშირებული ანგარიშგებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მართვა, კომპანიისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
  • სათავო ოფისთან მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა საწყობის პერსონალისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად.

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  •  განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების განხრით);
  •  ტექნიკური უნარები: MS Office პროგრამების ცოდნა სამუშაო დონეზე, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  •  ქცევითი უნარები: ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, კარგი კომუნიკაციის უნარი, გუნდის გაერთიანების უნარი, პოზიტიური და აქტიური მიდგომა საქმისადმი, კრიტიკული აზროვნება, შრომისმოყვარეობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

დეტალები
გამოცდილება
2-3 წელი
განათლება
ბაკალავრი
დამსაქმებლის შესახებ
14 ივნისი - 14 ივლისი