ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი

2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
15 ივნისი - 20 ივნისი

ვაკანსიის აღწერა

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქციის  ვიდეო მონიტორინგი ვიდეოკამერების საშუალებით;
  • ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სამსახურისს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება;
მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დაკვირვების უნარი.
პირობები:

  • გრაფიკი: 2 დღიანი სამუშაო ცვლა (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება); 
  • სამუშაო საათები: 09:00-20:00/11:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
სოციალური ქსელები
15 ივნისი - 20 ივნისი