მიქსოლოგის დამხმარე - შუქურა

აჭარა
19 ივნისი - 10 ივლისი

ვაკანსიის აღწერა

აჭარა ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ,,შუქურას’’  მიქსოლოგის დამხმარის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ციხისძირი

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
  • სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
  • სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;  
  • გადახდების შემოწმება;
  • ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;  

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ივლისამდე.  

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

დეტალები
ენები
ქართული, English
უნარები
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა, ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 ივნისი - 10 ივლისი