Standart

სერვისის კონსულტანტი (ბარისტა) - თბილისი

08 July - 12 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ  საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა) - თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება;
  • ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
  • შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა. 
რატომ დანქინი?

  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
  • ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
  • ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
  • ჩვენთან ღიმილი მთავარია
  • ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად!
რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
  • მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass
  • მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:  


დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

**რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება DUNKIN’-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

 

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზეcareer@dd.ge

Category
Horeca
Customer relations
Socials
08 July - 12 July