პრემიუმი

ტექნიკური მენეჯერი

13 ივნისი - 13 ივლისი
დეტალები
მისამართი
32 რაფაელ აგლაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, კომერციული/სასაწყობე ფართების გაქირავება  და სპეც.ტექნიკის რეალიზაცია წარმოადგენს.


კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას - ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ავტომობილების სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა, შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
  • კონტრაქტორ კომპანიებთან შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
  • რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • უშუალო ხელმძღვანელისა და დირექტორის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:


  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • ფიქსირებული ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა;
  • კონკურენტული და განსხვავებული სახელფასო დანამატები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV.


გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13 ივლისი,  2024 .


შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის !

 

 

 

მისამართი
აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
13 ივნისი - 13 ივლისი