Standart

მაღაზიის მენეჯერი (ამბროლაური)

13 June - 13 July
Details
Address
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

 2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით  470-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით. 

 ,,2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია,  მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომამ მიზნის მიღწეას მხოლოდსაუკეთესო პროფესიოანლრების გუნდით მოვახერხებთ. 

მაღაზიათა ქსელი2 ნაბიჯი აცხადებს  ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე. 

 

ადგილმდებარეობა: ამბროლაური

 

ჩვენი უპირატესობებია:


  • დასაქმების შესაძლებლობა თქვენგან 2  ნაბიჯში, მოსახერხებელ ადგილას; 

  • კონკურენტული და მზარდი ანაზღაურება; 

  • დაწინაურების გაწერილი სქემა; 

  • გამარტივებული სამუშაო პროცესები; 

  • ჩვენ არ ვმუშაობთ ღამე; 

ფუნქცია - მოვალეობები:


  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა; 

  • სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი სასაქონლო პლანოგრამების მიხედვით, საქონლის განლაგების დაცვის, საქონლის თაროებზე შევსებისა და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა; 

  • აყიდვების ზოგადი ანალიზი,  გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი/თვისობრივი ანალიზი; 

  • სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა; 

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი ქოუჩინგი  უშუალოდ მუშაობის პროცესში; 

  • ახალი თანამშრომლების შერჩევა, სამუშაო გარემოში ინტეგრაციაზე ზრუნვა, მათი სწავლება სამუშაოს შესრულების მიზნით, მხარდაჭერა;  მათი შენარჩუნების ხელშემწყობი გარემოს შექმნა; 

  • სტაჟირების პროცესის მართვა დადგენილი წესის შესაბამისად, სტაჟიორთა პროფესიული მხარდაჭერა; 

  • მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთების მიხედვით; 

  • მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა. 

ვაკანსიის მოთხოვნები:


  • საშუალო ან პროფესიული განათლება; 

  • სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში, სხვადასხვა პოზიციებზე. საოფისე პროგრამების ცოდნა. 

  • MS Office (Word, Excel, PowerPoint); 

პიროვნული მახასიათებლები:


  • პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება;  

  • ორგანიზებულობა 

  • დეტალებზე ორიენტაცია;  

  • კომუნიკაბელურობა, კარგი ინტერპერსონალური უნარები;  

  • კეთილგანწყობა;  

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:


  • შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა  ბმულზე: https://career.orinabiji.ge/  

  • გამოგზავნოთ რეზიუმე

  • დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 23 09 10/ 032 2 00 22 00 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. 

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 


იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯიმადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

 

Slogan
დაზოგე მარტივად !
Location
ნავთლუღის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
13 June - 13 July