,,შუქურა’’ აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ციხისძირი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მომზადებაში ბარმენის დახმარება;
- ბარმენისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა პროდუქტის მომზადების დროს;
- ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- ობიექტზე არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
- ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.