Standart

სოციალური მედიის მენეჯერი

17 June - 17 July
Details
Address
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია “ფოტოცენტრი” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ფოტოცენტრი წარმატებული ქართული კომპანიაა, 25 წლიანი მუშაობის გამოცდილებით, რომელიც უახლესს ტექნოლოგიებზე დაფუძნებით მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ბეჭდვას, ნებისმიერი სახის ფოტომომსახურებასა და მრავალფეროვან და უნიკალურ სასაჩუქრე პროდუქციას. 

კომპანია წარმოდგენილია 4 ფილიალით და ონლაინ მაღაზიით: https://photocenter.ge/ მარტივი, შემოქმედებითი და სასიამოვნო - ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადებულია ამ სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით.

კომპანიის  შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge

ძირითადი მოვალეობები:

•  სოციალური ქსელების: Facebook, Instagram,Tik Tok მართვა და მონიტორინგი - მომხმარებლებთან ეფექტური წერილობითი კომუნიკაცია: კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში
•  ჩატებიდან შეკვეთების აღება/გაფორმება და მონიტორინგი
•  კომპანიის ვებსაიტზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტისა,შეთავაზებებისა და ფასების სრულფასოვანი ცოდნა.
•  პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია (საკურიერო კომპანია, ცხელი ხაზი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

•  ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გრამატიკულად სწორად წერის უნარი.
•  მალთითასქინგის უნარი
•  დროის ეფექტურად მართვის უნარი
•  ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების: მიმატება-გამოკლება, გამრავლება-გაყოფა, პერიმეტრის და ფართობის გამოთვლა, სანტიმეტრის მეტრში გადაყვანა და პირიქით სრულყოფილი ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7
  • სტაჟირება: 2 კვირა (არაანაზღაურებადი)
  • სამუშაო დრო: შაბათ-კვირა, 10:00 – 19:00, შესვენება 1 საათი
  • დღიური ანაზღაურება: 45 ლ
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
Slogan
ჩვენს ვბეჭდავთ შენს ძვირფასს მოგონებებს
Location
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105, საქართველო
Socials
17 June - 17 July