კომპანია „შვიდი მითი“ 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ერთ-ერთი სამუშაო მიმართულება საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოებაა. საწარმო აღჭურვილია ვაკუმ და თერმო შეფუთვების მწარმოებელი მანქანა-დანადგარებით.
შ.პ.ს. „შვიდი მითი“ თერმო და ვაკუმ შეფუთვების საწარმოში აცხადებს ვაკანსიას: დანადგარის ოპერატორი
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო დანადგარზე მუშაობა, პროდუქციის წარმოების ციკლის წარმართვა;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპატენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
სამუშაოს სპეციფიკა და მოთხოვნები:
- სამუშაო გულისხმობს წინასწარ, ანაზღაურებად პერიოდს (მაქსიმალური 1 თვე) საწარმოო დანადგარზე მუშაობის სწავლებისთვის
- ფიზიკურად შრომისუნარიანი
- პუნქტუალური, დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
- დიდ დიღომში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა
სამუშაო განაკვეთი:
- კვირაში ხუთი სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი)
- სამუშაო საათები: 08:00 – 17:00
- ანაზღაურება პირველი სამი თვე 1200 - 1500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) ან წერილი თქვენი სამუშაო გამოცდილებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით
ან დამიკავშირდით ნომერზე: 595960124
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 18 ივლისი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია(რეზიუმე)
„შვიდ მითში“ თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არგადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
გისურვებთ წარმატებას!