Premium

გარემოს დაცვის სპეციალისტი

19 June - 19 July
Details
Address
შიდა ქართლი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს სტაჟირებას გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე, კასპში არსებულ ცემენტის ქარხანაში.

 

სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2  

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • გარემოსდაცვითი სტანდარტების და კანონმდებლობის შესწავლა
  • ქარხნის გარემოს დაცვის სპეციალისტის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება
  • შესყიდვების დეპარტამენტისთვის სამუშაოს განხორციელებისთვის საჭირო მოთხოვნის გაგზავნა.
  • საწარმოს მიერ მოწოდებული დაგეგმილი საქმიანობის ან ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ ინფორმაციის შეფასება და საჭირო გარემოსდაცვითი პროცედურების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება.
  • უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მონაცემების სისტემატიური კონტროლი და შეუსაბამობის შემთხვევაში ქარხნის ინფორმირება.
  • ნარჩენების მართვის კოდექსის და ნარჩენების მართვის გეგმის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და კომპანიის შესაბამისი პერსონალის ინფორმირება.
  • დაინტერესებული კონტრაქტორებისთვის ტერიტორიის ჩვენება/დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, განხორციელეული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის წარდგენა.
  • ემისიების მონიტორინგისთვის, მომსახურეობის მომწოდებელი კონტრაქტორი კომპანიებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება შუამდგომლობა და მიწოდება.
  • გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
  • სხვა დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ.                              

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

 

  • უმაღლესი განათლება ეკოლოგიის, გარემოსდაცვის ან ბუნებათსარგებლობის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Google earth-ის ცოდნა,
  • სასურველია გამოცდილება/ინტერესი გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებში (GIS);
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სიახლეებთან მარტივად ადაპტირების უნარი;
  • სხარტი;

არსებული პირობები და ბენეფიტები:


  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;
  • თბილისიდან დასაქმების შემთვევაში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება. 

გისურვებთ წარმატებას!            

 

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაკანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებსდისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
Category
Construction
Location
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
19 June - 19 July