პრემიუმი

ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების მრჩეველი

19 ივნისი - 19 ივლისი
დეტალები
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზეკომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდაამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • ობიექტებზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების ორგანიზაცია და მართვა;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე სამუშაო ობიექტებზე საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება პასუხიმგებელი პირებისა და პერსონალის ჩართულობით;
  • გეგმით გათვალისწინებული შიდა სწავლებებისა და ინსრუქტაჟების ჩატარება;
  • კონტრაქტორი ორგანიზაციებზე კონტროლი- დაშვება და მონიტორინგი სამუშაო პროცესში;
  • სამუშაო ნებართვების წარმოების კონტროლი;
  • მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამართულობაზე მონიტორინგი შესაბამის დარგის სპეციალისტებთან ერთად;
  • სახანძრო უსაფრთხოების აღჭურვილობების გამართულობაზე მონიტორინგი;
  • ფიზიკური ფაქტორების შიდა გაზომვების ჩატარება;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებაზე მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

 

  • უმაღლესი განათლება ან პროფესიურლი განათლება.
  • აკრედიტაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • მართვის მოწმობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;

არსებული პირობები და ბენეფიტები:


  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;

გისურვებთ წარმატებას!               

 

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 

 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით 

 

შპსჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაკანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებსდისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
კატეგორია
მშენებლობა
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 ივნისი - 19 ივლისი