“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში შემფუთველი მანქანისა და პალეტაიზერის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში სამუშაო, 12 საათიანი ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
ცემენტის საცავი სილოსიდან ცემენტის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შესაფუთ მანქანამდე;
ცემენტის ტომრებში შესაბამისი ტიპის და წონის ცემენტის ჩატვირთვა;
შეფუთული ცემენტის ტომრების მარკირება, საწყობიდან გამოტანილი ცარიელი ტომრების გადათვლა;
დათვლილი ტომრების შესაფუთ მანქანასთან განლაგება, შესაფუთი მანქანის მეშვეობით ცემენტის
ტომრებში ჩატვირთვა, ტომრების წონების კონტროლი:
პალეტაიზერის მანქანის მეშვეობით ცემენტის დაპალეტების პროცესის მართვა;
დაპალეტებული ცემენტის ცელოფნით შეფუთვა
პალეტაიზერის გამართულობის კონტროლი
ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში ზომების მიღება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
საშუალო ან პროფესიული განათლება;
სხვადასხვა მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სიახლეებთან სწრ5აფად ადაპტირების უნარი;
გუნდური მუშაობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
არსებული ბენეფიტები და შესაძლებლობები:
ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.