Standart

უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტი

20 June - 20 July
Details
Address
ბერბუკის ქუჩა, თბილისი
Salary
2000-8000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
  

სამუშაო ადგილი: . თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00  -დან 19:00 საათამდე;


პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:


  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
  • უმაღლესი განათლება
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე

ფუნქციები:


  • კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება
  • გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
  • მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება

აუცილებელი უნარები:


  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება)
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
  • გამართულად მეტყველების და წერის უნარი
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:


  • CV-ის განხილვა
  • გასაუბრება.

ანაზღაურება: სახელფასო ზღვარი 2000 - 8000 ლარი (სრულად გამომუშავებით,  დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით


სტაჟირება: ორი კვირა

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი.

 

20 June - 20 July