სტანდარტული

მაღაზიის მენეჯერი

04 ივლისი - 21 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა; 
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა; 
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით; 
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი; 
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი; 
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა; 
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. 
უნარები: 

  • მართვის და ორგანიზების უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • შედეგზე ორიენტირებულობა. 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის! 

სლოგანი
ერთად უკეთესია!
სოციალური ქსელები
04 ივლისი - 21 ივლისი