კომპანია „ფემილი რითეილი“ სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც სავაჭრო სექტორში 2009 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ქალაქ ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ „ფემილი“ - სა და მზა საკვების საწარმო „ფემილი ფუდ“ - ის, 25 ფილიალს აერთიანებს.
ჩვენს გუნდს სავაჭრო ბაზარზე წარმატების 15 წლიანი ისტორია აქვს. კომპანიის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორი საკადრო პოლიტიკაა და შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ საინტერესო, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანების მოზიდვას.
კომპანია „ფემილი რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოლარე-ოპერატორი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში
ანაზღაურება: ფიქსირებული
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისში მდებარე ფილიალები
ჩვენ გპირდებით:
- მეგობრულ, კოლეგიალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
- თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისათვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლებისა და სალარო ოპერაციების ცოდნა (მოლარის შემთხვევაში)
- მომხმარებლებისათვის სიახლეების შეთავაზება
- მიღებული პროდუქციის განთავსება თაროებზე
- ფილიალის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- სწრაფად ადაპტაციის უნარი
- სისხარტე და ოპერატიულობა
- საქმისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება
თუ ეძებთ სამსახურს და ასევე, გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც დასაქმებულთან პარტნიორულ ურთიერთობაშია, ორიენტირებულია თანამშრომლების მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://wrk.ge/LHzn0W ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე 577292424
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ - მ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის, და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება’’