Standart

1C ოპერატორი

25 June - 25 July
Details
Address
თბილისი
Salary
1000 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

შპს “ლოჯისტიკური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზოციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:


  • rs.ge-დან მიღების დოკუმენტის ამოღება და საწყობისთვის მიწოდება;
  • დღის ბოლოს ახალი პროდუქციის და ფასების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა, რეპრინტებისა და ფასების ცვლილებების ცნობება;
  • პორტალზე ატვირთული პროდუქციის კონტროლი;
  • კლიენტის შეკვეთების დამუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით),
  • აუცილებელია 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
  • სასურველია საწყობის 1C ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოდილება.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა- 1C, excel, word,

პიროვნული მახასიათებლები:


  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალური და ოპერატიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

პირობები:


  • სამუშაო დღეები/ სამუშაო საათები- ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00, შაბათი - 10:00-16:00
  • ანაზრაურება - 1300 ლარი
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა - თბილისი, ენუქიძე ქ. 7
  • კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევა/FITPASS
  • ბიბლუსის და გამომცემლობა პალიტრა „ლ“ ფასდაკლების ბარათები

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 747 767


აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

 

Location
ქიზიყის ქუჩა, თბილისი, საქართველო
25 June - 25 July