JOB
DESCRIPTION
პოზიციის
დასახელება: პროექტების
საქმეთა მმართველი
პასუხისმგებელია: საოპერაციო ხელმძღვანელთან
DATE: 13.05.2024
POSITION
SUMMARY
კომპანია ტელ:მი-ის პროექტების
მენეჯერი არის პასუხისმგებელი, მთლიანი პროექტის საოპერაციო დეტალებზე, შესრულების
ხარისხსა და სამუშაო დღეების ხანგრძლივობაზე. ის არის ლიდერი, რომელიც ყველა საფეხურზე
ხედავს კონსტრუქციის მშენებლობის მიმდინარეობას. შეუძლია კონსტრუქციის დაპროექტება
და ინფორმაციის საინჟინრო რელევანტურობაში მოყვანა.
მასალებისა და პროექტისთვის საჭირო ინვენტარის უსაფრთხო, დროული ტრანსპორტირების და
სწორი განთავსება/შენახვის კურირება.
პროექტების მენეჯერი განსაზღვრავს
პროექტზე მომუშავე ადამიანური რესურსის საჭირო რაოდენობას, მათ მოძიება/აყვანას და
ზედამხედველობას.
მისი ძირითადი მიზანია, მომხმარებლთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველა მოთხოვნა, იქნას
შესრულებული შეთანხმებული ხარისხით, დასახულ ბიუჯეტსა და ვადაში.
ESSENTIAL
FUNCTIONS
- დროულად ჩაატაროს მომხმარებლებთან ჩანიშნულ
შეხვედრაზე ვიზიტი. ნაკვეთის რელიეფის შესწავლა, სიმაღლის დონეების განსაზღვრა,
კარისა & ჭიშკრის ღიობების გამოკვეთა, წერტილების მონიშვნა (თუ წერტილები
არ ინიშნება, დამკვალავის შეთავაზება)
- დაგეგმოს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პროექტისთვის კალკულაციის
მომზადება: შესაბამისი მასალების სახეობებისა და რაოდენობის აღრიცხვა. საჭირო
ხელოსნებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრა .
- დაგეგმოს და აღასრულოს პროექტის საოპერაციო
მოქმედებების კალენდარი, შესაბამისი ეტაპების მიხედვით, ჩაბარების ვადის გათვალისწინებით.
- აიყვანოს და გადაანაწილოს საქმესთან შესაბამისი
კვალიფიკაციის კადრები და უზრუნველყოს მათი მოვალეობებისა და უფლებების გაცნობა,
გაფორმება.
- ხელოსნების ტრანსპორტირებისა და განთავსების
საკითხების წინასწარი მოკვლევა.(საჭიროების შემთხვევაში)
- უზრუნველყოს პროექტში ჩართული ყველა თანამშრომლის
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება, დამცავი ჩაფხუტით, სათვალით, ხელთათმანით
და დარწმუნდეს, რომ ობიექტზე ინვენტარს არ იყენებენ ოსტატები თავისივე დამცავების
გარეშე.
- უზრუნველყოს პროექტში ჩართული ადამიანების საქმიანობების განაწილება
და ვადამდელი პროგნოზის შესასრულებლად, სწრაფი სამუშაო ტემპის ჩამოყალიბება.
- იზრუნოს სამუშაო ინვენტარისა და სხვა კომპანიის
საკუთრებაში არსებული ნივთების უსაფრთხო შენახვაზე და გაფრთხილებაზე.
- დაგეგმოს პროექტთან დაკავშირებული სხვა
და სხვა საქმიანობების დროული კოორდინაცია, რათა არ მოხდეს საერთო შეფერხება.
- ყოველდღიურად აწარმოოს პროექტის რეპორტინგი:
შესრულებული საქმიანობის პროგრესი და რა ეტაპზეა სამუშაოები, ფოტო/ვიდეო ვიზუალური
მასალით.
- ნებისმიერი ცვლილებისა ან გაურკვევლობის
მომხმარებელთან დაუყოვნებლივი შეთანხმება. დამკვეთის ნებართვის გარეშე არ ჩაატარებინოს
გუნდს არცერთი სამუშაო.
- უზრუნველყოს
პროექტის დროული დასრულება, ამით მომხმარებლის ნდობის გამაგრება და არასასურველი
სანქციების თავიდან არიდება.
- აწარმოოს
განსაზღვრული ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯების განაწილება და გაუთვალისწინებელი ხარჯების
მინიმალიზაცია.
- უზრუნველყოს
სახარჯი და სხვა დამატებითი რესურსის აღწერა, შენახვა, მომარაგება, შევსება, რათა
თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი შეფერხება, მენეჯმენტის მხრიდან.
- აკონტროლოს
როგორც, გარე ფაქტორები, ასევე შიდა რისკები, მთლიანი პროექტის მიმდინარეობისას,
მაგალითად: ცუდი დაგეგმარება, ცვლილებები, ამინდი და სხვა. რომლებმაც შეიძლება
იქონიოს ზეგავლენა პროექტის მიმდინარეობაზე და მოახდინოს დროული რეაგირება.
- თითოეულ
პროექტზე შესასრულებელი სამუშაო ზედმიწევნით შეისწავლოს და გაითვალისწინოს მომხმარებლის
დამატებითი მოთხოვნები.
- გაუკეთოს
მონიტორინგი მიმდინარე პროექტებს და ჩააბაროს
ყოველდღიური რეპორტი ოპერაციების მენეჯერს.
- შეისყიდოს
და ჩაიბაროს ყველა პროექტის მასალა და
უზრუნველყოს მათი უსაფრთხო შენახვა.
- პასუხისმგებელია
სამუშაო ინვენტარისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების მოფრთხილებასა
და სამუშაოს შემდგომ მოწესრიგებაზე.
- უზრუნველყოს
პროექტებზე გამართული ყველა სამუშაოს უსაფრთხო და თანმიმდევრული შესრულება.
- პასუხისმგებელია
გუნდის შესრულებული საქმიანობის ხარისხსა და ვადაში ჩაბარებაზე.
- მომენტალურად
ადელეგიროს ინფორმაცია საოპერაციო გუნდთან, რათა ნებისმიერი პროექტში ჩართული
პირისთვის ნათელი იყოს სამუშაო ვითარება ცოცხალ რეჟიმში.
ADDITIONAL SKILLS AND ROLE DESCRIPTION
კომპანია ტელ:მი-ის პროექტის მენეჯერი, პასუხისმგებელია კომპანიის პროექტის აბსოლუტურად ყველა შესასრულებელი საქმიანობის ხარისხზე.
თუ საჭიროა, უნდა გადაამზადოს ოსტატები, შესასრულებელი
სამუშაოს რელევანტურად, კომპანიის ხარისხის სტანდარტის დაცვის მიხედვით, რათა ზედმიწევნით
და უშეცდომოდ შესრულდეს მომხმარებელთან აღებული პასუხისმგებლობა.კომპანია ტელ:მი-ის
პროექტის მენეჯერი არჩევს ოსტატებს და მათ დამხმარეებს,
ადგენს მათ სამუშაო ცხრილს და რწმუნდება მთლიანი გუნდის სრულად აღჭურვაში, როგორც ინვენტარით,
ასევე შესასრულებელ საქმიანობაზე რელევანტურ გადამზადებაში.
პროექტის ნებისმიერი ცვლილებისა, თუ გაურკვევლობის შესახებ ინფორმაციას
ცვლის ოპერაციების მენეჯერთან.
ყველა პროექტი უნდა იქნას
შესრულებული, სრული სამშენებლო სტანდარტების დაცვით, ასევე შემოწმებული უსაფრთხოების
და საქმიანობის შესრულების მხრივ.
გამომდინარე იქიდან, რომ პროექტების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მთლიანი
პროექტის აღსრულებაზე, მას აუცილებლად უნდა ქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, ვინაიდან
მნიშვნელოვანია ტექნიკური თუ სხვა საორგანიზაციო გადაწყვეტა მიიღოს მაქსიმალურად ეფექტურად,
ნაკლები საოპერაციო დანახარჯითა და ხარისხის რელევანტურობის მომხმარებელთან შეთანხმებით.
პროექტის მენეჯერი განსაზღვრავს, რომელი თანამშრომელი
უნდა იქნას დაკონტრაქტებული პროექტზე. ის ვალდებულია თანამშრომლები გადაამოწმოს, გაცნობილნი არიან თუ
არა სამუშაოს დროს უსაფრთხოების პროტოკოლს
და აკონტროლოს ობიექტზე სამუშაოს ტემპი და ხარისხი. დაგეგმილ დღეზე, ფაქტის შემთხვევაში, რომ ოსტატი ან მუშა ვერ შეძლებს
გამოსვლას, სასწრაფოდ უნდა იქნეს ჩანაცვლებული ალტერნატიული ვარიანტები, რათა არ გაჩერდეს
სამუშაო პროცესი.
Daily Routine
- 08:00 – 09:30 ობიექტზე ჩასვლა და ფოტოსურათის გადმოგზავნა
- შეთანხმდეს დღის გეგმა და დასამოწმებლად,
მოვიწეროთ ჩატში
- ნებისმიერი ცვლილება ან დამატება დამკვეთის
მხრიდან, იქნას გადმომისამართებული ოფისში, ვისთანაც მოხდა თავდაპირველი ხელშეკრულების
გაფორმება
- შეივსოს ცხრილები: ინსტრუმენტების და კომპანიის
ინვენტარის, მასალის მომარაგების, ბენზინზე გადაადგილების, კვების
- უსაფრთხოდ და დაუზიანებლად ყველა მასალის
დაბინავება
- ობიექტის სისუფთავის მონიტორინგი
- დამხმარე ან სხვა მოსამარეგებელი მასალით
მოამარაგოს იმავე ან მომდევნო დღეს
- დამხმარე ან სახარჯი მასალის შესყიდვისას,
გასათვალისწინებელია მომდევნო დღის გეგმაც და შევისყიდოთ 2 დღის მასალა
- 20:00-მდე შეთანხმდეს მომდევნო დღის გეგმაზე.
- სასტიკად
აკრძალოს პროექტის მიმდინარეობისას, ნებისმიერი სახის შიდა სამზარეულოს ინფორმაციის
განხილვა მომხმარებელთან / დამკვეთთან. მაგალითად: საფასო პოლიტიკა, სხვა გამოცდილებების
გაზიარება, ასევე აკრძალოს შეუთანხმებელი რჩევების გაცემა და რაიმე სახის მოთხოვნების
წამოყენება.