სტანდარტული

ინკასატორი (თბილისი)

01 ივლისი - 08 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ვაკანტური პოზიციის დასახელება: ინკასატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

  • ტერმინალების ინკასირება;
  • ტერმინალიდან ამოღებული ფულის განთავსება და ჩანთაში დალუქვა;
  • ინკასირებული თანხების უდანაკარგო შეტანა სალაროში;
  • ინკასაციის პროცესის თანმხლები დოკუმენტაციის გაფორმება
გამოცდილება:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ყურადღებიანი
  • კეთილსინდისიერი;
რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის
საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს „თიბისი ფეის“ კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში „Microsoft 365“-ის ღრუბლოვან სისტემაში. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და
განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge . შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს,დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და
დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული
იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ. 

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს „თიბისი ფეი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
შეუერთდი ცვლილებებს
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 ივლისი - 08 აგვისტო