Standart

ბრენდ მენეჯერი

01 July - 25 July
Details
Address
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
09:00 - 18:00
Languages
ქართული, English, Русский
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Department
Sales

Vacancy description

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი  09:00სთ-18:00სთ)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ბრენდის ასორტიმენტის თავისებურებების შესწავლა;
  • გაყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სისტემატური ანალიზი.
  • საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციებს მუდმივი კონტროლი
  • ბრენდთან დაკავშირებული პრობლემების იდენიფიცირება და გადაჭრა.
  • საერთაშორისო პარტნიორებთან სისტემატური და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნება.
  • საქართველოს ბაზარზე KA პარტნიორებთან კონტრაქტის პირობების შემუშავება
  • ობიექტებზე სისტემატური ვიზიტები, კონკურენციის შესწავლა და შესაბამისი ანალიზის ჩატარება;
  • გაყიდვების გუნდის მართვა.

მოთხოვნები:

 

  • ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • მსუბუქი ავტომობილი
  • ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • გუნდის მართვის გამოცდილება .
  • ძლიერი სტრატეგიული აზროვნების უნარი.
  • ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ცოდნა.
  • პროექტის მართვის უნარები.
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი B2 დონეზე).
  • რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი B2 დონეზე).

კომპანია გთავაზობთ:

 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება
  • კორპორაციული ნომერი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.

 

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Category
Distribution
Logistics
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
Socials
01 July - 25 July