Standart

მონაცემთა ბაზის ოპერატორი (1C პროგრამაში)

01 July - 25 July
Details
Address
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
Not specified
Languages
ქართული

Vacancy description

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას,  მონაცემთა ბაზის ოპერატორის  (1C პროგრამაში)  პოზიციაზე


ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 40 საათიანი სამუშაო კვირა), ან მოქნილი განრიგი - ცვლები

ანაზღაურება - ანაზღაურებადი სტაჟირება , სტაჟირების შემდეგ 900 იდან 1000 ლარამდე


ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
  • შეკვეთების მომზადება და კორექტირება;
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება და გადაგზავნა.

აუცილებელი მოთხოვნები:


  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა
  • სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ?


  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
  • კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს

დამატებითი უნარები:


  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • მიზანდასახული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.


კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

 

გისურვებთ წარმატებას

 

Category
Distribution
Logistics
Location
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
Socials
01 July - 25 July