სტანდარტული

სავაჭრო წარმომადგენელი

01 ივლისი - 25 ივლისი
დეტალები
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საველე
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს სავაჭრო წარმომადგენელის ვაკანსიას


ადგილმდებარეობათბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ - 18:00სთ)

ანაზღაურებაფიქსირებული + ბონუსი. (1000-1500ლარამდე) + საწვავი + მანქანის ცვეთის ანაზღაურება


ფუნქცია-მოვალეობები:


  • შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა
  • შეკვეთების მიღება და გაფორმება
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების მუდმივი შემოწმება და შესაბამისი თანხების ამოღება/აღრიცხვა დადგენილ ვადებში
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა
  • მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:


  • აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსათვის საჭირო საწვავს)
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება  გაყიდვების მიმართულებით

რას გთავაზობთ?


  • ტრანსპორტირების და ავტომობილის ხარჯის უზრუნველყოფა
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
  • უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
  • ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად

დამატებითი უნარები:


  • ორგანიზებული
  • ენერგიული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • მიზანდასახული
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.  

 

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“  ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“  ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

 

 

კატეგორია
დისტრიბუცია
ლოჯისტიკა
მისამართი
36 ქსანის ქუჩა, თბილისი 0141, საქართველო
სოციალური ქსელები
01 ივლისი - 25 ივლისი