პრემიუმი

კომერციული დირექტორი

26 ივნისი - 26 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

OnePrice, აცხადებს ვაკანსიას (საცალო ვაჭრობა ) კომერციული დირექტორის პოზიციას.

OnePrice  არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე 20 ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები. 

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება,შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და სამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობაში,შესყიდვების და გაყიდვების მიმართულებით;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (აუცილებელია რუსულის სასაუბრო დონეზე  ფლობა და ინგლისური ფლობა.
  • აუცილებელია საცალო ვაჭრობაში 
აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV.

გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
26 ივნისი - 26 ივლისი