Premium

პრისელერი HORECA-ს მიმართულებით (ბორჯომი-ბაკურიანი)

27 June - 27 July
Details
Address
სამცხე-ჯავახეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Education
Bachelor

Vacancy description

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი, კლინექსი , კოტექსი, ფერმა, ტულჩინკა) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს,  ვაკანსიას სამაცივრე პროდუქციის მიმართულებით,  ბორჯომსა და ბაკურიანში პრისელერის  თანამდებობაზე HORECA-ს მიმართულებით

**კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

  • მაღალ ფიქსირებულ ხელფას
  • გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას 
  • სამოტივაციო ბონუს
აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება .
  • თბილისის რაიონების კარგად ცოდნა
  • მართვის მოწმობა
  • საკუთარი ავტომანქანის ფლობა
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარანტია სამუშაოს დასაწყებად)
პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი 
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
  • დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 
მოვალეობები:

  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება 
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
  • უზრუნველყოს  სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო  განლაგება  .
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე  ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში,  ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე  აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს  ამსახველი ტაბელი. 
  • გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
  • უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სლაროში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

Location
წერეთლის გამზირი, თბილისი, საქართველო
27 June - 27 July