Standart

დემი შეფი

10 July - 01 August
Details
Address
სამცხე-ჯავახეთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.


ROOMS KOKHTA აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე


ძირითადი მოვალეობები:


  • შეფ მზარეულის დავალებების შესრულება; 

  • ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;

  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;

  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა; 

  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; 

  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; 

  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება; 

საჭირო უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი სარგებელი:


  • პროფესიული განვითარება;
  • საცხოვრებელი;
  • დაზღვევა;
  • კვება;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
  • კონკურენტული ანაზღაურება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  1 აგვისტომდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
Category
Horeca
Tourism
Location
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
10 July - 01 August