სტანდარტული

უმცროსი სუ შეფი

10 ივლისი - 27 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  BATUMI  აცხადებს ვაკანსიას უმცროსი სუ შეფის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
  • ეფექტურად მართოს გუნდი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; 
  • ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
  • აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
  • დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და  ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
  • უზრუნველყოს ადმინისტრაციული პროცედურების გატარება;
  • აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
  • აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
  • მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  1 აგვისტომდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 ივლისი - 27 ივლისი