standart

გაყიდვების მენეჯერი

27 ივნისი - 27 ივლისი
დეტალები
მისამართი
4 ჭირნახულის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
09:30 - 18:00
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

 

MS holding - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო  სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/


ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედდნი, ჩვენი გუნდის წევრები.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად


"MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს  გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

 რისი გაკეთება მოგიწევს

  • პარტნიორ ქსელურ კომპანიებთან მუდმივი მუშაობა განვითარებისა და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
  • პარტნიორებისათვის სიახლეების მუდმივი შეთავაზება და მათი პოზიციების შეჯერება ყველა პროდუქტთან მიმართებაში;
  • შეკვეთების მიღება, კორექტირება საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივის შეთავაზება, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი;
  • პარტნიორი ქსელების მონიტორინგი, სად როგორ არის წარმოდგენილი ასორტიმენტი და შესაბამისი რეპორტის მიწოდება ხელმღვანელთან;
  • მოლაპარაკებების პროცესების წარმოება;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და სწორი პროდუქციის, ასორტიმენტის შეთავაზება
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პრომოების) მონიტორინგი;
  • კონკურენტი კომპანიების ასორტიმენტის შესწავლა, აქტივობების კონტროლი, მათ შორის სააქციო;
  • გაყიდვების გეგმებისა და მიზნების ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
  • დავალიანების დადგენილი წესით ამოღებაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესის უზრუნველყოფა; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

  • უმაღლესი განათლება;  
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;  
  • აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა.  

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4;
  • სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება;
  • ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთვაზობთ:


  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
  • სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.


მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

                

 

 

კატეგორია
სხვა
სოციალური ქსელები
27 ივნისი - 27 ივლისი