Standart

მიქსოლოგი

04 July - 28 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.


სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.


სასტუმრო აფიშაში, მიქსოლოგი პასუხისმგებელია  სასტუმროს კვების ობიექტებზე არსებულ ბარებში სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, უზრუნველყოს სასმელების სივრცის წესრიგი და მარაგები. დაიცვას  სისუფთავე, შემნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო. 


ძირითადი მოვალეობები:


  • ბარის მოწყობა სტუმრების მისაღებად;

  • გააკონტროლოს სამუშაო მიზანპლასი;

  • მაქსიმალურად დაეხმაროს კოლეგებს სტუმრის კმაყოფილების მიზნის მისაღწევად;

  • მოახდინოს ყოველთვიური ზუსტი ინვენტარიზაცია;

  • აწარმოოს გატეხილი ჭურჭლის აღწერის პროცესი;

  • შეკვეთის აღების შემდეგ დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მირთმეულია სწრაფად და სტანდარტების სრული დაცვით;

  • გააკონტროლოს შეკვეთილი და მიღებული მარაგი;

  • აკონტროლოს სასმელების და ბარის სხვა საჭირო ინგრედიენტების მარაგები;

  • საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს კოლეგების ჩანაცვლება;

  • სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს დასუფთავების პროცედურები;

  • დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

მოთხოვნები:


  • სასურველია პროფესიული /უმაღლესი განათლება;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;

  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;

  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა.

  • სასტუმროს მართვის სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა.

  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა. 

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


04 July - 28 July